ზუგდიდის თეატრის წინ სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივები აქციას მართავენ. ამ წუთებში თეატრში ლეო ქიაჩელის ნოველაზე "ჰაკი აძბა" - სპექტაკლი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მსახიობებს ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ მხარდაჭერა დაპატიმრებული კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძისთვის და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც დუმილის რეჟიმში არიან. ამის გამო, სიმბოლურად აქციის მონაწილეებმა პირი წებოვანი ლენტებით აიკრეს.
ავტორი: ემა გოგოხია