"გააწანი სილა რეჟიმს” – ქუთაისის მერიასთან ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილზე ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ფოტო მიიტანეს - "ჩვენც დაგვიჭერენ? ყველას დაიჭერენ? ქუთაისელები ვაპირებთ, რომ ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელივით სახეში სილა გავაწნათ”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია დგებუაძე 12 იანვარს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. ის საპატიმროში დაკავების დღიდან შიმშილობს და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.