მთავარი მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, კიდევ ერთ მსვლელობას მართავენ და თავისუფლების მარშით პროტესტის მთავარი ეპიცენტრისკენ მიდიან.
"მზიასთვის" - ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მეტროსთან "ძლიერი საქართველოს" ორგანიზებით შეიკრიბნენ. ისინი რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტ ქალს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ
მზია ამაღლობელის გარდა, აქციის მონაწილეების მოთხოვნებია ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაც.