თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება | ქუჩების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. კომპანია "თელასის" ცნობით შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

  • საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V კვარტლის (ნაწილობრივ), ელიზბარ მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას. 

  • ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საავიაციო ქარხნის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის ჩიხის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. 

  • გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის, ანდრონიკაშვილის, კრუპსკაიას, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, მიხაკო წერეთელის, მოძვის, მორის ფოცხიშვილის და რიონის ქუჩების   მოსახლეობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი