ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ,,სმარტის" შენობაში, მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი, დაშავებული არავინაა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. თვითმხილველების თქმით, შენობაში ერთი პირი იმყოფება. მათი ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.