მზია ამაღლობელის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ადვოკატი, მაია მწარიაშვილი იმყოფება. როგორც მან ციხეში შესვლამდე განაცხადა, ამ დრომდე სახალხო დამცველისგან მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზის პასუხი მიიღეს, მაშინ, როცა ადამიანი შიმშილობის მე-20 დღეზეა:
"ბრალდება უკანონოა თავისთავად ცხადია და პატიმარი უკანონოა. გუშინწინ ვნახეთ, ამიტომ ძალიან შეშფოთებული შევდივარ, არ ვიცი რა დამხვდება. ადამიანი შიმშილობს მე-20 დღეა, მხოლოდ ერთი საერთო ანალიზია რაც ჩაგვაბარა სახალხო დამცველმა. სისხლის საერთო ანალიზი. მეტი არაფერი კვლევა არ არსებობს 27 რიცხვის ჩათვლით. " ამბობს მაია მწარიაშვილი.
მზია ამაღლობელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები ცოტა ხნის წინ გაავრცელეს სახალხო დამცველის აპარატმაც და პენიტენციურმა სამსახურმაც.