არასამთავრობო ორგანიზაციები რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს შეხვდნენ. პოლიტპატიმრების ახლობლებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს დაკავებულების საქმეებსა და პოლიციის მიერ, მათზე ძალადობის შესახებ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პატიმრების ოჯახის წევრებმა განაცხადეს, მიიღეს დაპირება, რომ ყველა პატიმრის საქმე იქნება დამუშავებული და გადაეცემათ საერთაშორისო პარტნიორებს.