მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტი უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ 28 იანვარს ჩატარებული ანალიზის პასუხი ამაღლობელს მხოლოდ დღეს გააცნეს.
"დავაკვირდი ვიზუალურად - უფრო გამხდარია ვიდრე 2 დღის წინ იყო. ნელა მოძრაობს უფრო - ეს ჩემი დაკვირვებაა, იმიტომ რომ მანძილი უნდა გამოიაროს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა, რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და მერე საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო. ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით, ყოველ ჯერზე გვეუბნება, რომ მე არ ვარ მთავარი თემა, არა ერთი უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა რომ მე ვიყო მთავარი ამბავი. ევროსაბჭოს ბოლო ამბებზე იყო ძალიან შეწუხებული. 28-ში გაკეთებული ანალიზის პასუხი, სანამ ჩვენ არ მივედით, არ იცოდა, ახლა აჩვენეს სავარაუდოდ. ჩვენ დოკუმენტები გადმოგვცეს. ამ დოკუმენტებს წავიღებთ, ავიღებთ კონსულტაციას და ამის მერე გვეცოდინება", - თქვა მწარიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, რომელიც რეჟიმმა დააკავა, უკვე 20 დღეა საპყრობილეში შიმშილობს.