ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეები ქალაქის ქუჩები პლაკატებითა და საყვირებით გადაადგილდებიან და პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
მსვლელობამდე აქციის მონაწილეები ბათუმის სტადიონთან შეიკრიბნენ ზებრა გადასასვლელზე და აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს აქცია-პერფორმანსი თბილისსა და რეგიონებში გაიმართა. 15 წუთით, ქალი აქტივისტები საავტომობილო გზებზე საინფორმაციო ბანერებით დადგნენ და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმარს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ღერძულა ხაზებთან მდგომ ქალებს ხელში სიმბოლურად ეჭირათ თეთრი ქაღალდი შავი ხელნაწერი ტექსტით: თავისუფლება მზია ამაღლობელს.