მოქალაქე, ანი ბედელაძე წერს, რომ ოლიგარქის პოლიციამ დღეს ორი ადამიანი დააკავა, ერთ-ერთის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
"დათო ფუთურიძე აიყვანა დღეს პოლიციამ ვაჟაზე (გზაზე გააჩერეს). 12 საათიდან ვერ უკავშირდებოდნენ. ახლა მის სახლს ჩხრეკს პოლიცია - როგორც ამბობენ, პულვერიზატორებით მოხატვის გამო. ამ დრომდე ვეძებთ დათოს მეგობარს, ნიკოლოზ ლაცაბიძეს, რომელიც ასევე აიყვანეს ქუჩიდან, ორივე იყო მარტო", - წერს ანი ბედელაძე.