"დღეს, თბილისის მერიის ფორმიანმა თანამშრომლებმა, ჩვენი აივნიდან გადაკიდებული ბანერი - "თავისუფლება თანამებრძოლებს" თვითნებურად ჩამოგლიჯეს" | "მტკვარზე"

გამოქვეყნდა:

კლუბი "მტკვარზე" წერს, რომ დღეს თბილისის მერიის ფორმიანმა თანამშრომლებმა მათი აივნიდან გადაკიდებული ბანერი - "თავისუფლება თანამებრძოლებს" თვითნებურად ჩამოგლიჯეს.

"ღია კლუბში, რომელშიც მხოლოდ ჩვენი ხელოსანი იმყოფებოდა, მერიის რამდენიმე ფორმიანი წარმომადგენელი, ყოველგვარი ოქმის წარდგენის გარეშე შემოიჭრა და აივანზე გადაკიდებული ბანერი ჩამოგლიჯა. რეჟიმი უკან არაფერზე იხევს და ყველა ხერხით ცდილობს არსებული პროტესტის ტალღის ჩახშობას, მაგრამ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თავისუფლება თანამებრძოლებს! თავისუფლება მზიას!", - წერია ინფორმაციას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი