თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე მარში "თავისუფლება სინდისის პატიმრებს" მიმდინარეობს.
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. კოლონები ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან დაიძრნენ - მოქალაქეები რუსთველის გამზირისკენ, პარლამენტისკენ მიემართებიან.
მსვლელობის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
მარშის მონაწილეები ძირითად საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც ქვეყანაში უკვე 65 დღეა მიმდინარეობს.
ფოტო: MOSE