ქუთაისელ პედაგოგს სოფო როინიშვილს ფეიერვერკის გასროლის გამო, 5 000-ლარიანი ჯარიმით ან 2-კვირიანი პატიმრობით ემუქრებიან. სასამართლო პროცესი დღეს 17:00 საათზეა ჩანიშნული. პედაგოგმა ფეიერვერკი გუშინ, აქციის მიმდინარეობისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან გაისროლა.