პოლიციამ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავა

გამოქვეყნდა:

პოლიცია კიდევ ერთ სამოქალაქო აქტივისტთან ისაკო დევიძესთან ატარებს ჩხრეკას, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ისაკო დევიძესთან შევიდა პოლიცია, მიმდინარეობს ჩხრეკა.  დეტალები ჯერ უცნობია." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციში.

მოგვიანებით ისაკო დევიძის ოჯახის წევრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს და ჯერჯერობით უცნობია, რომელ იზოლატორში უპირებენ გადაყვანას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი