ფეისბუქჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორის ნენსი ვოლანდის სახლში ოლიგარქის პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა, თუმცა სახლის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებენ. ნენსი ვოლანდის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციამ ოქმი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედება დასრულებულია, თუმცა კვლავ სახლში რჩებიან.
ნენსი ვოლანდი პოლიციასთან საუბრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და მის სახლში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ადვოკატის განცხადებით, მათ გამოკითხვაზე ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ოლიგარქის პოლიცია ნენსი ვოლანდს პოლიციაში ძალით "უშნო ფორმით" გადაყვანით დაემუქრა. პოლიციამ ტელეფონი ჩამოართვა ნენსი ვოლანდის დედასაც, რომელიც ამ მოვლენებს ტელეფონით იღებდა.