საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში პროტესტში მონაწილე აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებული აქტივისტები და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრები.
პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო პროტესტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშალა, აქტიურობენ რეგიონები და ამ პროცესების ეპიცენტრშია ბათუმი, სადაც დღეს უკვე ამ პროტესტმა კონკრეტული სახე და სახელი შეიძინა - მზია ამაღლობელი.
ადგილობრივმა აქტივისტებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქციებზე დაკავების, წინასწარი დაკავების საკნებში მოპყრობისა და გასამართლების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და პირადი მაგალითის საფუძველზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ისაუბრეს.