ილია ღლონტი სავარაუდოდ, დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. ადვოკატს ისევ არ აქვს ინფორმაცია, რა სტატუსით იმყოფება სამოქალაქო აქტივისტი პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. ამ ეტაპზე უფლებადამცველს ილია ღლონტთან არ უშვებენ.
სამმართველოსთან იმყოფება ილია ღლონტის მეუღლეც. მისი თქმით, მაშინ, როცა პოლიცია მის სახლში შევიდა ის იქ არ იმყოფებოდა. ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა რეჟიმის პოლიციამ საკუთარ სახლში არ შეუშვა და ჩხრეკაზე დასწრების საშუალება არ მისცა.
"კომპიუტერის პროცესორი წაიღეს, მეტი ჯერ ვერაფერი ვნახე... ეს დაშინების უფრო გაძლიერებული მცდელობაა. პასუხი ვერ მივიღე კითხვაზე, რა მუხლით ტარდება ჩხრეკა" - ამბობს ილია ღლონტის ცოლი, ელენე ხარიბეგაშვილი.
პოლიცია ღლონტის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა.