44 წლის კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:
"44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ.
ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა." ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 44 წლის კაცმა კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის დევნილი იყო და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა.