დღეს, 2 თებერვალს, 16 საათზე, თბილისის გასასვლელის გადაკეტვა იგეგმება. უწყვეტი პროტესტის 67 -ე დღეს, მოქალაქეები რეჟიმის ქმედებებს ამ ფორმით შეეწინააღმდეგებიან და კიდევ ერთხელ მოითხოვენ - ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.