Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან | ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

გამოქვეყნდა:

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, თბილისში, Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ.

მათი მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობის დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანები.

ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსის მიმდებარედ იკრიბებიან სტუდენტებიც. ისინი მარშით Tbilisi Mall-თან გადაინაცვლებენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი