აღმაშენებლის ხეივანზე აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს და ოლიგარქის პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის შესახებ პოსტფაქტუმის ეთერში მთავარი არხის ჟურნალისტმა ნინი ჟიჟიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სიტუაცია განსაკუთრებით აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც ადგილზე გამოჩნდა შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი.
"სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც ადგილზე გამოჩნდა ზვიად ხარაზიშვილის შავი პრადო , საიდანაც მან დაიწყო გინება აქციის მონაწილეების მისამართით, მხოლობით რიცხვში იგინებოდა და კონკრეტულ პირებს მიმართავდა, რასაც ბუნებრივია მოჰყვა აქციის მონაწილეების გაღიზიანება და საპასუხო შეძახილები.
ადგილზე მოვარდა ათეულობით შავებში ჩაცმული პირი, რომლებიც არიან უშუალოდ ზვიად ხარაზიშვილის მითითებების შემსრულებლები, სიტუაცია ძალიან აგრესიული გახდა, ხარებას სადამსჯელო რაზმის დანახვისას აგრესიულები გახდნენ ის პოლიციელებიც, რომლებიც მანამდე საათების განმავლობაში მშვიდად იდგნენ ჩვენს წინ, ზვიად ხარაზიშვილი გადმოვიდა მანქანიდან და უთითებდა კონკრეტულ პირებზე ვინ უნდა დაეჭირათ. ზვიად ხარაზიშვილი თავადაც უსწორდებოდა ფიზიკურად დაკავებულ ადამიანებს." - თქვა ნინი ჟიჟიაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.