"როგორც ბათუმის აქციის მედროშე, ავიღო უნდა ჩემი დროშა... მზად ვარ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის თავი გავწირო" | თემურ ქათამაძის წერილი P.F-ს

გამოქვეყნდა:

3 თებერვალს ქუთაისში, ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის მორიგი პროცესი ჩატარდება. თემურ ქათამაძის თქმით, ის მზადაა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

"მხნედ ვარ, ვაგრძელებ შიმშილობას. სოლიდარობას ვუცხადებ მზია ამაღლობელს. მზია როცა შეწყვეტს შიმშილობას, მე გავაგრძელებ... როგორც ბათუმის აქციის მედროშე, ავიღო უნდა ჩემი დროშა. როგორც ცხრა ძმა ხერხეულიძე. ჩემს შემდეგ იქნება ლაშა და მრავალი სხვა. მე მზად ვარ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის თავი გავწირო!" - ნათქვამია თემურ ქათამაძის წერილში, რომელიც მან "პოსტფაქტუმს" გამოუგზავნა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი