"დღეს ე.წ. სამართალდამცავებმა უკანონოდ დაიკავეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ეზო, კერძო ტერიტორიაზე უნებართვოდ შემოიჭრნენ" | თავისუფალი უნივერსიტეტი

გამოქვეყნდა:

თავისუფალი უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ დღეს განვითარებული მოვლენებისას საპოლიციო ძალები უნივერსიტეტის კერძო ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე შეიჭრნენ და უკანონოდ დაიკავეს. 

"დღეს ე.წ. სამართალდამცავებმა უკანონოდ დაიკავეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ეზო. ისინი კერძო ტერიტორიაზე შემოიჭრნენ უნივერსიტეტების ადმინისტრაციის ნებართვის, წინასწარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ევროპულ მომავალს იმსახურებს. გავიმარჯვებთ სახელოვნად!"

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი