ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი ნაცემი აქტივისტებიდან მინიმუმ ორს ტვინის შერყევა აღენიშნება. ამის შესახენ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი გვანცა ღვედაშვილი ავრცელებს.
"ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილია 2 პირი, რომლებიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან. ორივე ნაცემია, ორივე ტვინის შერყევით, სახის არეში ძვლების დაზიანებებით. ორივე კლინიკაში რჩება ექიმების შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ" - წერს ადვოკატი გვანცა ღვედაშვილი.