აქციაზე ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე და პროფესორი მამუკა კომახია დააკავეს

გამოქვეყნდა:

 2 თებერვლის აქციაზე ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დააკავეს. ინფორმაციას გადაცემა რა? სად? როდის? Facebook გვერდზე ავრცელებს - "თავისუფლება ირაკლი ვეშაგურიძეს!".  

ვეშაგურიძის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს ისტორიკოსი ბექა კობახიძეც:

ქვეყნის 10%-ს რომ ჰქონდეს ირაკლი ვეშაგურიძის დონის განათლება, სინდისი, სამოქალაქო შეგნება და პატიოსნება, დღეს ჩვენ ძალიან კარგი, ქართულ საფუძვლებზე აგებული ევროპული სახელმწიფო გვექნებოდა.
დღეს ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დაიჭირეს.
მე იმის მრცხვენია აქამდე რომ არავის დავუჭერივარ, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ არაფერზე ხმა რომ არ ამოგიღიათ, "კოლეგებო"?" წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, ივანიშვილის ძალოვნების მიერ დაკავებულთა შორის არიან სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, მასთან ერთად სანაპიროზე დააკავეს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა კომახია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი