თხევადი აირით დატვირთულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, გორთან მოხდა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ბებია და 4 წლის შვილიშვილი კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით ,,გორმედში" გადაიყვანეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.