"როდესაც დაინახეს, რომ ვიღებდი ტელეფონით, გამოვარდნენ, იყო ფიზიკური ანგარიშსწორება, მირტყამდნენ" | დეა მამისეიშვილი ივანიშვილის პოლიციელებზე

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პოლიცია გუშინ, 2 თებერვალს,  თავს დაესხა "მთავარი არხის" ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს და მას ფიზიკურად გაუსწორდა.  ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც  ე.წ. პოლიციელებმა მას ხელი კრეს, ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ილანძღებოდნენ და აგინებდნენ მას. 

"ლუკა ბაჩილავა [ოპერატორი] უღებდა იმ ადამიანს, რომელსაც სცემდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. როდესაც დაინახეს, რომ მეც ვიღებდი ტელეფონით, გამოვარდნენ, იყო ფიზიკური ანგარიშსწორება, მირტყამდნენ, დანარჩენს რასაც ამბობდნენ, ეს ისმის კარგად ვიდეოში"-  ამბობს დეა მამისეიშვილი. 

ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები დეა მამისეიშვილმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ფიზიკურად გაუსწორდნენ "ტვ პირველის" ოპერატორს  ნიკო კოკაიას, რომელიც ამ დრომდე კლინიკაშია. მას ტვინის შერყევა აქვს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი