ოთხშაბათს საღამოს, დმანისის მერიის წინ, ცენტრალურ სკვერს თუ გადავავსებთ, იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას | ჩხვიმიანი

გამოქვეყნდა:

"თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ, დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას და გაერთიანებულ დმანისელებთან ერთად, უფრო გაძლიერებული შევუერთდები ამ საერთო ბრძოლას, რომელიც ხელისუფლებას აუცილებლად აიძულებს ხალხს მოუსმინოს. ეს ყველაფერი ავუხსენი დედაჩემსაც, რომელმაც პირველივე დღიდან ჩემთან ერთად დაიწყო შიმშილობა. მასაც მივეცი ხალხის ერთობის იმედი. მან დამიჯერა და ამ ერთობის იმედით, გუშინ შიმშილობა შეწყვიტა. ოთხშაბათს საღამოს, დმანისის მერიის წინ, ცენტრალურ სკვერთან, სადაც ჩემი მანქანით ვდგავარ, თუ ამ სკვერს გადავავსებთ, რასაც 400-500 ადამიანი ეყოფა, მე იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას. დმანისს ასეთი ერთობის მაგალითი არასდროს უჩვენებია და ეს იქნება ჩემთვის ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და ნიშანი და იმედი იმის, რომ ეს გაერთიანებული ხალხი ხელისუფლებას უკანონო პატიმრებსაც გაათავისუფლებინებს და ახალ, სამართლიან არჩევნებსაც ჩაატარებინებს. სხვა შემთხვევაში მე ისევ გავაგრძელებ შიმშილობას, ისევ ხალხის ერთობის მოლოდინში."  

ამბობს რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი, რომელიც ახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, 30 იანვრის შემდეგ დმანისის მერიის წინ, საკუთარ ავტომობილში შიმშილობს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი