"ნიკოლოზს ფიზიკურად გაუსწორდნენ, უჭირს გადაადგილება, მუცელში დარტყმები იმდენად მტკივნეული იყო, რომ დაკარგა გონება" | 16 წლის მოზარდის და

გამოქვეყნდა:

16 წლის  ნიკოლოზ გველუკაშვილის "მთავარი არხის" ეთერში, მისი არასრულწლოვანი ძმის მიმართ, საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობს. სალომე ნატროშვილის თქმით, გუშინ, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ოჯახმა არ იცოდა, სად იყო არასრულწლოვანი. მოზარდზე განსაკუთრებული სისასტიკით გდდ-მ იძალადა:

"ის არის 16 წლის ბავშვი და ის, რომ ბავშვია ამის იდენტიფიცირება შეხედვისთანავეა იდენტიფიცირებადი, ძალიან სუსტი აღნაგობისაა, ამავე დროს, ამ პროტესტში მონაწილეობს სრულიად გაცნობიერებულად. გუშინაც იყო ამ აქციაზე და მელოდა მე. გზაში დავკარგე მასთან კონტაქტი და ბოლო ზარი, რომელიც შემოვიდა მისგან, ისმოდა გინების და ყვირილის ხმა. შემდეგ მასთან ვკარგავთ კონტაქტს და მხოლოდ რამდენიმე საათის მერე გვიკავშირდებიან ე.წ. შსს-დან. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში, არასრულწლოვანთან არ გვქონდა კომუნიკაცია. 

ნიკოლოზს ფიზიკურად გაუსწორდნენ სასტიკად. სტკივა კიდურები და უჭირს გადაადგილება, მუცლის ღრუში მიიღო სერიოზული დაზიანება და როგორც აღწერს, იმდენად მტკივნეული იყო მუცელში მიყენებული დარტყმები, რომ ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. ზოგადად იმდენად სტრესული იყო მისთვის მთელი ეს პროცესი, რომ ცალკეულ შინაარსს ვერ იხსენებს. ე.ს. სამარშრუტო ტრანსპორტში აყენებდნენ შეურაცხყოფას, იყენებდნენ სხვადასხვა დამამცირებელ ეპითეტებს და ცდილობდნენ მის დაშინებას. " ამბობს არასრულწლოვნის და გადაცემა "შენი შუადღის" ეთერში. 

ნიკოლოზ გველუკაშვილს ივანიშვილის პოლიციამ წაართვა პირადი ნივთებიც - სმარტფონი, სმარტ საათი და ფული. ოჯახის წევრის ინფორმაციით, ამ დრომდე არაფერი დაუბრუნებიათ.

ნიკოლოზ გველუკაშვილი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი