"როდიონოვი ყველამ მოიკითხოს საკუთარ ოჯახში"..."თქვენ მოძებნეთ იატაკის ქვეშაც და კარადაშიც როდიონოვები" | მაღლაფერიძე-ზაუტაშვილის დაპირისპირება ბორდის სხდომაზე

გამოქვეყნდა:

ეს როდიონოვი ყველამ მოიკითხოს საკუთარ ოჯახში, ლოგინის ქვეშ შეიხედოს ან კარადა გამოაღოს და იქ მონახოს - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც ტელევიზიის დირექტორის, თინა ბერძენიშვილის მიერ, საბჭოს წინა სხდომაზე გაკეთებული განცხადების კრიტიკას გამოეხმაურა:  

"ბანკომატის თემა მოჰყვა ეთერს, რომელიც მე არ მიყურებია და ჩამიგდეს შემდეგ, როცა აჟიოტაჟი ატყდა, სრულიად მიუღებელი ფორმით, სადაც ჩვენი თანამშრომელი ბრძანდებოდა, რომელთანაც ჩვენ შევთანხმდით რომ შევხვდებოდით და მას მოვუსმენდით და ის დავინახე ეთერში, სადაც მოჰყვა შედეგი, რომ მე ესე ვხედავ ამას - ტელევიზიას აყენებდა რეპუტაციულ ზიანს, სადაც დირექტორი სრულიად დაუმსახურებლად ილანძღებოდა და ამას მოჰყვა შემდეგ ისეთი ტიპის შედარებები, ამ ჩვენ დაძაბულ სიტუაციაში, რაც შეიძლება ცუდად დასრულდეს. აღარ გეუბნებით ნერვულ სისტემას, უბრალოდ შეიძლება ფიზიკურობაში გადავიდეს. ეს გადავიდა შემდეგ როდიონოვი და... ეს როდიონოვი ყველამ მოიკითხოს საკუთარ ოჯახში, ლოგინის ქვეშ შეიხედოს ან კარადა გამოაღოს და იქ მონახოს, მაგრამ ეს ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის მიუღებელია. ამის მოკვლევა უნდა ჩატარდეს, რამდენად ჯდება ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩარჩოში და რამდენად უნდა გავაგრძელოთ ასეთ რეჟიმში მუშაობა, რომ თანამშრომელმა, სამეურვეო საბჭოს წევრმა გარედან უნდა აყენოს [...] ვისაც ეს მიაჩნია, დაჯდეს წაიმუშაოს და მოიტანოს თავისი ცვლილებები.... " აღნიშნა მაღლაფერიძემ. 

მაღლაფერიძის ბრალდებებს სხდომაზევე უპასუხა ნინო ზაუტაშვილმა და განმარტა: 

"ეს არის აბსოლუტური ტყუილი. თინა ბერძენიშვილი როდიონოვიაო იქ არავის არ უთქვამს . იქ მოხდა ძალიან მცირე უზუსტობა, რაზეც დღესვე მზად ვარ, რომ ბოდიში მოვიხადო იმიტომ, რომ არ ავხსენი და მხოლოდ იმიტომ არ ავხსენი, რომ მეორე დღეს, როცა ჩანაწერი გავრცელდა იყო ასეთი ფრაზა მის მიერ ნათქვამი -"ჭყლეტის ჩვენებას გვთხოვენ უფრო მეტად რამაც გაურკვევლობაში ჩამაგდო. რას ქვია, ჩვენ ამას ვითხოვთ, რომ ჭყლეტა აჩვენოთ? ეს არის მთელი ჩვენი მოთხოვნა? ან მოგვისმინა ვინმემ რაზეა ჩვენი მოთხოვნა საერთოდ?..თქვენა ეიჩარმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მე ამაზე უნდა გამეკეთებინა განცხადება. შესაბამისად, ვაკეთებ ამ განცხადებას" - აღნიშნა ზაუტაშვილმა. 

ამის შემდეგ მაღლაფერიძემ ზაუტაშვილს უთხრა, რომ ბანკომატის თემა სწორედ მის განცხადებებს მოჰყვა, რასაც ზაუტაშვილმა ასევე ბრალდება უწოდა: "ბანკომატზე რა მიაკრეს მე ამასთან არაფერ შუაში არა ვარ". 

"როდესაც ნინო ზაუტაშვილზე საშინელი ბრალდებები იწერებოდა შიგნითაც ჯგუფში, არათუ გარეთ, რომელმა თქვენგანმა გადაწყვიტა სასწრაფო კრება მოეწვია, თქვენი სახე თუ არის და აღიქვამთ როგორც თქვენი არხის წარმომადგენელს. თქვენი დირექტორობის პერიოდში არ იყო ბატონ ვასილ მე რომ დამაბრალეს, რომ თურმე ვაწამებდი ადამიანებს და მერე ინტერვიუს ვიღებდი? ეს არ იყო ბულინგი? თუ არ მეკუთვნოდა მე, რომ დაგეცავით? მაშინ მოიწვიეთ ვინმე? რატომ ხართ ახლა გულანთებული და მაშინ რატომ გეკიდათ ფეხებზე? თქვენ მოძებნეთ იატაკის ქვეშ, კარადაშიც და სადაც გინდათ, როდიონოვები, ვერ დამაბრალებთ რაც არ მითქვამს." უპასუხა ზაუტაშვილმა მაღლაფერიძეს და აღნიშნა, რომ საკუთარ სიმართლეს სასამართლოშიც დაიცავს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი