საჯარო სამსახურის ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი ნინო ცუხიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2025 წლის 1-ელ აპრილამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია იგეგმება:
"სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ იგეგმება ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1 აპრილამდე.
10 წელზე მეტია სსიპ -საჯარო სამსახურის ბიურო ემსახურება პროფესიული, პოლიტიკურად ნეიტრალური, კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის შექმნას, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო. ამ ღირებულების დასაცავად, ბიუროს თანამშრომლების ნაწილმა ხელი მოაწერა 2024 წლის ნოემბერში საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციას, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესულ რეპრესიულ ცვლილებებზე საპასუხოდ - დამოუკიდებლად გაავრცელა კრიტიკული განცხადება.
კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, საჯარო სამსახურის სისტემაში დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებმაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით და შეუერთდნენ საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციებს.
საჯარო სამსახურის ბიუროს დაგეგმილი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიწოდებია საჯარო სამსახურის ბიუროს და ჩვენთვის სხვა გარე წყაროებიდან გახდა ცნობილი.
საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ბიუროს ლიკვიდაცია სწორედ ამ პროცესის ნაწილია და ემსახურება საჯარო სამსახურში კრიტიკული აზრის ჩახშობას." წერს ნინო ცუხიშვილი.