"ჩვენ ყველას გვჭირდება თქვენი ჯანმრთელობა და მხნედ ყოფნა!" | ანდრო ჭიჭინაძე მოშიმშილეებს

გამოქვეყნდა:

"სოლიდარობა და გვერდში დგომა მინდა გამოვხატო თითოეული მოშიმშილე პატიმრის მიმართ და არამარტო პატიმრის, ასევე, ლაშა ჩხვიმიანის მიმართ, რომელიც არის მაგალითი ღირსების და ადამიანობის მთელი მისი ბიოგრაფიით, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს.
აუცილებლად ცალკე უნდა ვახსენო მზია ამაღლობელი, რომელიც სამაგალითოდ იბრძოდა სიმართლით ყველა რეჟიმის წინააღმდეგ. მზიას პროფესიონალიზმი და მებრძოლი ხასიათი არის მისი პატიმრობის მიზეზი.
ჩვენ ყველას გვჭირდება თქვენი ჯანმრთელობა და მხნედ ყოფნა!"

ნათქვამია რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი ავრცელებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი