ოლიგარქის სასამართლომ, მარიამ სიჭინავა, რეჟიმის პოლიციელისთვის ლაზერის მინათების გამო, 2 000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ, აქტივისტი და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, მარიამ სიჭინავა ისევ 2 000 ლარით დააჯარიმა - აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სიჭინავას ჯარიმების საერთო რაოდენობამ 26 000 ლარს მიაღწია.

ამჯერად, ოლიგარქის სასამართლომ სიჭინავა რეჟიმის პოლიციელისთვის და ასევე საპატრულო კამერისთვის ლაზერის მინათების გამო დააჯარიმა - საქმეზე წარმოება არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის ფარგლებშია დაწყებული.

აქტივისტი პროცესზე დღეს პუფითა და სასტვენით მივიდა და პერფორმანსი მოაწყო - მოგვიანებით მან პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. სიჭინავამ განაცხადა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტის და პარლამენტის უკანონო კანონს არ ემორჩილება.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი