აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა, რომელიც თბილისში საექსტრადიციო პატიმრობაშია, 136-დღიანი შიმშილობის შემდეგ წყლისა და მედიკამენტების მიღებაც შეწყვიტა და მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე სევიჩ სადიგოვა ავრცელებს.

სევიჩ სადიგოვას განცხადებით, მისი მეუღლის მდგომარეობა მშრალი შიმშილობის დაწყებამდეც მძიმე იყო, მან ამ პერიოდში 42 კგ დაიკლო.

"ჩემი მეუღლე აფგან სადიგოვი გუშინ, 2 თებერვლიდან  შიმშილობს. დღეს დამირეკა და მითხრა, რომ მისი მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმეა და არ ვიცი რა იქნება ამ დღის შემდეგ. აფგანის მდგომარეობა მძიმეა და იმ ფაქტმა, რომ ის ამდენი ხანი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, კიდევ უფრო დაამძიმა. იზოლატორიდან წიგნები მოითხოვა, მაგრამ აზერბაიჯანულ ენაზე წიგნები არ იყო. მისმა ადვოკატმა აზერბაიჯანული წიგნი მიუტანა, მაგრამ არც იმ წიგნს აძლევენ." - წერს სევიჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში. ის ოლიგარქის რეჟიმს ილჰამ ალიევის პოლიტიკურ დაკვეთის შემსრულებელს უწოდებს.

აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი