დღეს, 11:00 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
ამასთან, საკანონმდებლო შენობაში ოლიგარქის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაა დაგეგმილი. სხდომის დაწყებამდე მოქალაქეები ასევე გააპროტესტებენ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დააანონსა.
ოლიგარქის დეპუტატები დე ფაქტო პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მოუსმენენ.