რუსთავში, CO-ს ინტოქსიკაციით 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მოიწამლა

გამოქვეყნდა:

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე CO-ს ინტოქსიკაციით 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მოიწამლა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფომაციით, CO-ს გავრცელება საჰაერო მილიდან, მე-3 და მე-4 სართულის ბინებში მოხდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი