"ქალის სახე გაქ დაკარგული" | რეჟიმის პოლიცია პარლამენტთან ჟურნალისტებზე ძალადობს

გამოქვეყნდა:

"ამხელა ქალი ხარ, სახე გაქ დაკარგული ქალის, გაიწიე, ხმას დაუწიე, წინ იყურე, პოლიციელი რო გეტყვის უნდა დაემორჩილო " - ამ სიტყვებით მიმართა რეჟიმის ერთ-ერთმა პოლიციელმა, პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილე ქალს. "სამართალდამცველები" ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და ტროტუარზე გაჩერების საშუალებასაც არ აძლევენ. აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. ისინი იქ ივანიშვილის დეპუტატების კომფორტულად გადაადგილებისთვის მოაბილიზეს.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავში ძლიერი დარტყმით ასფალტზე დააგდეს NEWS.On.ge-ის მთავარ რედაქტორი, ვანცენტ ხაბეიშვილი. დაარტყეს "პუბლიკას" რეპორტიორს ნათია ლევერაშვილსაც.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.

12 საათზე პარლამენტის შენობაში საგაზაფხულო სესია, ე.წ. პრეზიდენტ ყაველაშვილის მოხსენებით უნდა გაიხსნას.

პარალელურად, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს. იკრიბებიან რიგითი მოქალაქეებიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი