"დილით სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაგვიზიანეს, ეს ადამიანი ამავე კორპუსში ცხოვრობს...დაავალეს ამის გაკეთება!" | გელა მთივლიშვილი

გამოქვეყნდა:

"დილით სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაგვიზიანეს," - ამის შესახებ "მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით  ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერში ჩანს, როგორ ესვრის ადამიანი საქარე მინას ქვას. 

"დილით სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაგვიზიანეს. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ესვრის ადამიანი ქვას განზრახ, სამჯერ, რომ საქარე შუშა ჩაამტვრიოს. 112-ს უკვე შევატყობინეთ. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი ამავე კორპუსში ცხოვრობს და წვდომა აქვს როგორც უსაფრთხოების სისტემაზე, ასევე, სადარბაზოში შემოსასვლელ კოდებზე. მისთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამიტომაც არის მოტივი გასაგები, რომ დაავალეს ამის გაკეთება!" - წერს გელა მთივლიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი