
მზია ამაღლობელის ადვოკატი, ჯაბა ქათამაძე ამბობს, რომ ჟურნალისტს დღეს გარკვეული კვლევები ჩაუტარდა და კიდევ რამდენიმე კვლევის ჩატარება იგეგმება.
როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, მათ ასევე სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართეს, სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით.
"მდგომარეობა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ნახვის შემდეგ განსაკუთრებულად არ შეცვლილა. ისევ სუსტად გრძნობს თავს, გადაადგილება უჭირს - 24-ე დღეა შიმშილობის. აქედან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები რა თქმა უნდა არის. გარკვეული სახის კვლევები ჩაუტარდა, როგორც ვიცი, დღეს კიდევ იგეგმება სხვადასხვა კვლევები. ასევე, ჩვენი მხრიდან სახალხო დამცველისთვის არის მიწოდებული ინფორმაცია, რომ შეიქმნას სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს სხვა სახის სამედიცინო კვლევებს, რაც სჭირდება ქალბატონ მზიას, არა მარტო ამ შიმშილობიდან გამომდინარე, არამედ ასევე იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს აქვს გარკვეული დაავადებები, რაც მას დაკავებამდეც აწუხებდა", - თქვა ქათამაძემ.