"საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით" | საია

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და დაუსჯელობის სინდრომით არის წახალისებული. 

"დღეს, 4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტთან, სადაც მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელისა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, პოლიცია თავს დაესხა მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "პუბლიკის" ჟურნალისტს, ნათია ლევერაშვილს, და ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებს. თავს დაესხნენ ასევე NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციის წარმომადგენლები არ ცდილობდნენ სავალი გზის დაკავებას, არამედ პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ ტროტუარზე, რის შემდეგაც მათ თავს დაესხნენ პოლიციელები, იძალადეს ფიზიკურად და, გავრცელებული ინფორმაციით,დააკავეს ორი ადამიანი.

აქციების კონტექსტში  მედიის წარმომადგენლებს სისტემურად მიზანმიმართულად ესხმიან თავს, ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საპოლიციო ძალებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, არ გაშუქდეს აქციები, ან/და მათი ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები. 

მიგვაჩნია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი