"დავეხმაროთ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში" | უილსონმა და ევროპარლამენტარმა კოლსმა შეხვედრაზე საქართველოზეც ისაუბრეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ რიჰარდ კოლსთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრეს.

უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შეხვედრის დროს განიხილეს, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში დაეხმარონ.

„როჩარდ კოლსთან შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინის, ირანის რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის შესაჩერებლად და დავეხმაროთ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში", - წერს უილსონი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი