ლაშა ჩხვიმიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც, სამედიცინო დახმარების მანქანამ, 24 საათიანი მორიგეობა დააწესა - ინფორმაციას მისი დეიდაშვილი ავრცელებს და წერს:
"გუშინ შაქარი ჰქონდა დავარდნილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ, 24 საათიანი მორიგეობა დააწესა.
მონიტორინგს ახორციელებენ. პრინციპულად მოსთხოვეს შაქრიანი წყალი დალიოს ან ერთი ჩაის კოვზი თაფლი, კომაში ჩავარდნა რომ ავიცილოთ თავიდან. კატეგორიული უარი განაცხადა.
ასევე მნიშვნელოვანია ელექტროლიტები დაელია რასაც ასევე არ აკეთებს.
სუსტად არის, მაგრამ მხნედ და მიდის მიზნისკენ, რომ გაგვაერთიანოს, გამოგვაფხიზლოს.
მე უმძიმესი დღეები გავიარე მორალურად. გარდა იმისა, რომ დეიდაშვილია ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და ეგ ძალიან გვაახლოებს.
ამ დღეების განმავლობაში ბევრი საყვედური მინდოდა მეთქვა, რომ წარმოუდგენელი მორალური ჯოჯოხეთი მოგვიწყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი ყველა ქმედება იმისკენ იყო მიმართული რომ მისთვის მორალურად მდგომარეობა შემემსუბუქებინა.
მოგვიანებით აუცილებლად მოვყვები ყველაფერს რაც ამ დღეებს ახლდა- იმედგაცრუებებს, სიკეთეებს, თანაგრძნობებს და მუნიციპალურ განსაკუთრებულ ამორალურ ცინიზმსაც.
მანამდე კი სამშობლოს ვჭირდებით. ლაშას სურვილია, რომ ჩვენ შევიკრიბოთ დმანისში სამშობლოსთვის და ცხადია ჩვენ ამას სახელოვნად ვიზამთ.
დღეს გელოდებით 18:00 საათზე დმანისის ცენტრალურ პარკში, შევიკრიბოთ სამშობლოსთვის
ლაშა ჩხვიმიანი ბოდიში ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისგან რომ შენ სხვა გზა არ დაგიტოვეთ” წერს ჩხვიმიანის დეიდაშვილი.
შეგახსენებთ, რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი ახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, 30 იანვრის შემდეგ დმანისის მერიის წინ, საკუთარ ავტომობილში შიმშილობს. დღეს, საღამოს 6 საათზე დმანისის ცენტრალურ სკვერში ჩხვიმიანის სოლიდარობის აქცია გაიმართება.