"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალი აბსურდულია, რადგან ბიძინაშვილი "პოლიციის მითითების შესაბამისად მოქმედებდა".
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბიძინაშვილს გზის გადაკეტვის მცდელობას ედავებიან.
"დიმიტრი ბიძინაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა. რეალურად მას ედავებიან გზის გადაკეტვის მცდელობას. ამ ლოგიკით, შსს-ს ლოგიკით, ვინც გზაზე გადავა, ყველა უნდა დააკავონ. ასევე, ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში გასული კადრი, როგორ ესაუბრება ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ელენე ხოშტარიას და ეუბნება, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ გზის მეორე მხარეს გადაგიყვანოთ...
დიმიტრი ბიძინაშვილი პოლიციის მითითების შესაბამისად მოქმედებდა. ეს მუხლი სამართლებრივი აბსურდია...ამ რვავე პირის დაკავება, მოხდა იმიტომ რომ სხვა მოქალაქეების მიმართ შსს-მ გააკეთა შესაბამისი განცხადება, რომ ქვეყანაში თუ ვინმე თავში გაივლებს იმას რომ გზას გადაკვეთას ან გადაკეტვას, ამ აბსურდული ბრალით დავსჯით. როცა ამ აბსურდულ ბრალს აცნობდნენ, გამომძიებელსაც კი ეცინებოდა, ბრალის გაცნობის დროს", - თქვა ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, დიმიტრი ბიძინაშვილიც და ირაკლი ტაბატაძეც 2 თებერვალს "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. თუმცა, 4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ 8 პირს, მათ შორის ბიძინაშვილს, ტაბატაძეს, გიგი უგულავას, ბრალი სისხლის სამართლის წესით ჩადენილი დანაშაულით დაუკვალიფიცირეს. კონკრეტულად კი მათ ედავებიან "სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას", რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინათ: