გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.

"თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე. ხოლო, მეორე გვირაბის შემოვლით გზაზე აკრძალულია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მეორე გვირაბში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად", - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი