"თემურ ქათამაძე უკვე 20 დღეა შიმშილობს, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია კვლავ არ მოგვეწოდება" | საია

გამოქვეყნდა:

ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე, რომელიც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული, მე-20 დღეა შიმშილობს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, შესაბამის უწყებას მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კვლავ არ გადაუცია. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვს არც სახალხო დამცველს. 

საია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია. ასევე, სახალხო დამცველს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი

"თემურ ქათამაძე უკვე 20 დღეა შიმშილობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კვლავ არ მოუწოდებია შესაბამის უწყებას. ადვოკატის შეფასებით, იგი დასუსტებულია წინა დღეებთან შედარებით და აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება. ადვოკატთან საუბრისას მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე დასწრებასაც ვერ შეძლებს სისუსტის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ამასთან, სახალხო დამცველსაც არ მიუღია რაიმე ინფორმაცია თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მოვუწოდებთ შინაგან სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარონ დაკავებულ პირს.

ამასთან, მივმართავთ სახალხო დამცველს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი," - წერია განცხადებაში. 

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ  მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.

თემურ ქათამაძე 17 იანვრის შემდეგ შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი