"ქართული ოცნების" მორიგი რუსული პროპაგანდა - არალეგიტიმური პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, USAID-სა და NED-ს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.
კობახიძემ ისევ გამოიყენა პარტიის ბოლოდროინდელი მესიჯბოქსი და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქვეყნის მიდგომა "ქართული ოცნების" მიმართ შეიცვლება.
"საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID, ისევე როგორც NED-ი და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ცვლილებებზე როდესაც არის საუბარი, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს, როგორც USAID-ს, NED-ს, ისე საელჩოს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, შეიცვლება სწორედ აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის", - თქვა ოლიგარქის პრემიერმა.