2024 წლის განმავლობაში საქართველოში ძალადობის მსხვერპლი 7855 ადამიანი გახდა, მათ შორის 520 არასრულწლოვანია

გამოქვეყნდა:

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლებისა და დანაშაულების სტატისტიკის მიხედვით. 2024 წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი 7855 ადამიანი გახდა, მათ შორის 6 634 ქალი და 1 221 კაცი. მოძალადე 7 488 ადამიანიდან  1 212 ქალი და 6 276 კაცია.

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, ძალადობის 7 855 მსხვერპლიდან 520 არასრულწლოვანია 1 158 კი 60 წელზე მეტი ასაკის. მოძალადეებს შორის 40 არასრულწლოვანია 647 კი 60+ ასაკის.

მოძალადეებს შორის ყველაზე მეტი 25-44 ასაკის მამაკაცია. მსხვერპლს შორის კი  უმრავლესობა იგივე ასაკის ქალია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი