რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები ევროპელ დიპლომატებს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები პოლონეთის საელჩოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრა თითქმის 3 საათი გაგრძელდა და მას გერმანიის, დანიის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და სხვა წევრი სახელმწიფოების დიპლომატები ესწრებოდნენ.

საუბრის მთავარი თემა რეჟიმის რეპრესიები იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პატიმრების ახლობლებმა აღნიშნეს, რომ იყო მსჯელობა, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ოლიგარქის რეჟიმი აიძულონ, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლონ. 

"დაგვპირდნენ, რომ 30 წელია ჩვენი მეგობრები არიან და ახლაც არ მიგვატოვებენ. ვთხოვეთ დაწვრილებით, რა შეიძლება გაკეთდეს. ვთხოვეთ, რომ სანქციები იყოს დროულად, ვთხოვეთ, რომ მონიტორინგი იყოს ციხეებშიც და სასამართლოებზეც. ამას ყველაფერს დაგვპირდნენ" - ამბობს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე. 

"ჩვენი თხოვნები შემოიფარგლებოდა რამდენიმე პუნქტად - ძალიან მკაფიოდ უთხრან ამ ხელისუფლებას, რომ არჩევნები გაყალბდა და არაღიარების პოლიტიკაზე რომ ჰქონდეთ საუბარი მკაფიოდ;  აუცილებლად გაამკაცრონ სანქციები და სანქციები გავრცელდეს როგორც ოჯახის წევრებზე, ასევე მათ ბიზნესპარტნიორებზე" - აღნიშნა ზვიად ცეცხლაძის მამამ. 

[ფოტო: პოლონეთის საელჩო] 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი