ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-თერჯოლის გზაზე | არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-თერჯოლის გზაზე. ერთმანეთს  სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც  მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 პირი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი