მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის - “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” სიაშია

გამოქვეყნდა:

მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის - "თავისუფლება პოლიტპატიმრებს" ერთ-ერთი ადრესატია.

ინიციატივის ეხება “ამერიკელებს, მწვანე ბარათის მფლობელებს და დისიდენტებს სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც არიან პოლიტიკური პატიმრები, ან მძევლები რეპრესიული რეჟიმების მიერ”.

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დასაწყისისთვის, ინიციატივა ორიენტირებული იქნება ოთხ მიმართულებაზე.

  • ვენესუელა: ჰესუს არმასი, ვენესუელელი ოპოზიციური ლიდერი, მაკკეინის გლობალური ლიდერი;
  • ბელარუსი: მარია კალესნიკოვა, ბელარუსი ფლეიტისტი;
  • ღაზა: ისრაელელი ამერიკელი მძევლები;
  • საქართველო: მზია ამაღლობელი.

აღნიშნულია ისიც, რომ მაკკეინის ინსტიტუტი ამაყობს მისი მოქმედებით კიდევ ერთ ქართველის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლების ხელშეწყობაში, რომელიც იმ დროს, მზია ამაღლობელის მსგავსად, იყო მედიამენეჯერი.

ოლიგარქის რეჟიმის ტყვე, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე 26 დღეა რაც შიმშილობს. ის ამ დროისათვის "ვივა მედში" იმყოფება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი